მეუფე ქრისტეფორე წამალაიძის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე საკუთარ ბინის გარეთ, დერეფანში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. იასონ წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია.

„ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. ამ წუთებში უტარდება ექსპერტიზა. ოჯახმა სრულიად შემთხვევით იპოვა ბინის გარეთ, დერეფანში წაქცეული. რატომ, როგორ, გაურკვეველია. არაფერი არ აწუხებდა ადამიანს. არ ვიცით ჯერჯერობით, ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს,“ – აცხადებს ეპისკოპოსის ოჯახის ახლობელი.

იასონ წამალაიძე 50 წლის იყო და როგორც ოჯახის ახლობელი ამბობენ, ჯანმრთელობას არ უჩიოდა.

გარდაცვლილი ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე სამგორში, მეტრომშენის დასახლებაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა. ეს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაშია.

შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.

ოჯახის ახლობლის ცნობით, ამ ოჯახს მას შემდეგ [1980-იანი წლები] რაც ქრისტეფორე წამალაიძე საპატრიარქოს ისტაბლიშმენტს დაუპირისპირდა, არაერთხელ მიუღია მუქარის შემცველი შეტყობინება, თუმცა ის არ არის ინფორმირებული ბოლო დღეებში აგორებული სკანდალების შემდეგ დაემუქრა თუ არა მათ ვინმე.

ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ბატიაშვილის გათავისუფლებით ია კერზაიას საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იხსნის – სერგო რატიანი
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი : არავინ თვლის საზოგადოებას ღირსად, ბატიაშვილის წასვლის მიზეზი აუხსნას