მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება პატრიარქობისთვის ბრძოლაზე

„ამაში გამოჩნდა დიდი არაღვთისმოშიშება, არასიბრძნე, არაგონიერება, არაწინდახედულება, არაერთგულება მართლმადიდებელი ეკლესიის,“ – მეუფე პეტრე ცაავამ შაბათის კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში მთავრობა ე.წ. ციანიდის საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეფასებებს “უპრინციპობა და ფარისევლობა” უწოდა.

“ის, რომ თვით ქვეყნის პირველმა პირმა დიდი ფარისევლობითა და უპრინციპობით გამოაცხადა, რომ ქვეყანა გადაარჩინეს დიდ არეულობას და როდესაც პირველი პირები ამბობდნენ, რომ მზადდებოდა საქართველოს ეკლესიის მაღალი იერარქიისა ლიკვიდაცია, საპყრობილეში მონახულებისას მამა გიორგიმ მითხრა, რომ მას ბრალი უკვე წაყენებული ჰქონდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, თითქოს, მკვლელობის მომზადებაში. უკვე წაყენებული იყო ბრალი და ასეთი განცხადებები კეთებოდა, ამით თვით ნდობა ხელისუფლების მიმართ, საქართველოს მართლმსაჯულების მიმართ ძალიან დაზიანდა,“ – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

ჭყონდიდის მიტროპოლტმა შაბათის კურიერთან ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა. მეუფე პეტრე ცაავას თქმით, პატრიარქობისთვის დიდი ბრძოლა არა მხოლოდ ეკლესიის შიგნით, არამედ ეკლესიის გარეთაც მიდის და ამ პროცესებში ის მხოლოდ ქართულ კვალს ვერ ხედავს.

„არათუ პატრიარქის კარზე რამდენად გეოპოლიტიკურად, თუნდაც მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია საქართველო მსოფლიო ძალებისთვის, იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი მმართველობა და მისი საპატრიარქო ტახტი. ეს არის ბრძოლა არა მარტო ეკლესიის შიგნით, არამედ ეკლესიის გარეთ, ასევე საერთაშორისო ძალების ჩართულობით და საბოლოოდ ვიტყოდი, რომ ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობს დეკანოზი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალის არ სჯერა
შემდეგი სტატიაე.წ. მოჯადოებული თოჯინების თემაც კი საკმარისია, თუ რა სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ