მეუფე პეტრეს ინიციატივით, ილია II-ის პატრიარქობის პერიოდში განკვეთილი სასულიერო პირების საკითხი შესწავლას იწყებენ

სასულიერო პირების ნაწილი თეოლოგებთან ერთად აპირებენ შეისწავლონ, ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში, 1977 წლიდან დღემდე განკვეთილი ყველა სასულიერო პირის საკითხი. მღვდელ-მონაზონი ანდრია სარიას განცხადებით, ეს ინიციატივა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს ეკუთვნის. ანდრია სარიას თქმით, გამოძიებული უნდა იქნეს აქამდე საზოგადოებისთვის ტაბუდადებული ფაქტები, თუ რატომ ხდებოდა სასულიერო პირების განკვეთა ეკლესიიდან:

“ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ინიციატივა გვინდა გავაჟღეროთ, 1977 წლიდან დღემდე, განკვეთილი მღვდელმთავრებისა და მღვდლების ბიოგრაფიის შესწავლა დაგვევალა. ეს ბიოგრაფიები იქნეს გამოძიებული და შესაბამისად უცნობი ფაქტები, რაც დღემდე საზოგადოებისთვის მიჩუმათებული და ტაბუდადებული იყო, იქნეს განხილული, არა ერთპიროვნულად, საპატრიარქოსა და სინოდის უმაღლესი ესე ვთქვათ, თავმჯდომარის მიერ ერთპიროვნულად იმპერატიულ ჭრილში გადაწყვეტილება მიღებული, არამედ კრებსითად დადგენილი,”- განაცხადა ანდრია სარიამ.

თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის განცხადებით, ყველა მღვდელმთავარს, რომელმაც მეუფე პეტრეს მსგავსად პრობლემური საკითხები დააყენა სინოდზე, თანამდებობა დაატოვებინეს:

“უახლოესი ათწლეულების მანძილზე პრაქტიკულად ყველა მღვდელმთავარი, ვინც მსგავსი ტიპის საკითხების ინიცირება დააყენა წმინდა სინოდის ფორმატში და საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოფინა ის ბნელეთი, რომელიც სამწუხაროდ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობის პირობებში დამკვიდრდდა ეკლესიაში, ყველა შეეწირა ამ ბრძოლას ყველა იქნა გადაყენებული,” – აღნიშნა ტიგინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ეს ყველაფერი ივანიშვილის ორკესტრირებული კამპანიაა პატრიარქის გადასაყენებლად
შემდეგი სტატიაომბუდსმენი: მხარდაჭერას ვუცხადებ პატრიარქს, რომელიც მდაბიო სიძულვილის ენის სამიზნე გახდა