მეუფე პეტრე: ველოდები, რომ ამ მართალი ბრძოლისათვის ღმერთი დამაჯილდოვებს

ბრძოლა ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ – მძიმე ბრალდებები მეუფე პეტრეს მისამართით. ჯერჯერობით უცნობია იმსჯელებს თუ არა სინოდი მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხზე, თუმცა თავად პეტრე ცაავა უკან დახევას არ აპირებს. სასულიერო პირი სინოდის სხდომაზე დასწრების უფლებას ითხოვს, რათა ყველა არსებულ შეკითხვას და ბრალდებას თავად გასცეს პასუხი. შერისხული ჭყონდიდელი ამტკიცებს, რომ საკუთარი ბრალდებების დამტკიცება შეუძლია.

სინოდის სხდომა კანონით უკვე მომავალ კვირას უნდა იყოს. სულთმოფენობის დღესასწაულია, დამდეგს გილოცავთ და სულთმოფენობის შემდეგ უნდა იქნეს ჩანიშნული თუ არ დაირღვა დებულება ხელახლა. ველოდები, რომ ამ მართალი ბრძოლისათვის ღმერთი დამაჯილდოვებს. ვიბრძვი მხოლოდ ამისთვის, ღვთის ჯილდოა მთავარი. ისევე როგორც სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის ცხოვრება, რა თქმა უნდა, მიწიერი რაღაც, თანამდებობრივი, თუ ქონებრივი, თუ იერარქიული ხარისხის დაკარგვით ცხოვრება არ მთავრდება, – აცხადებს მეუფე პეტრე.

რაც შეეხება მეუფე იაკობის მწვავე განცხადებებს და მის ხელშეუხებლობას, მეუფე პეტრე და მამა ანდრია სარია სასულიერო პირის სუსთან კავშირზე საუბრობენ. მათი თქმით, მეუფე ისეთ ინფორმაციებს ფლობს, მათ შორის პრემიერ გახარიაზეც, რომელიც ხელისუფლების ინტერესის შესაბამისად გასაჯაროვდება.

მეუფე იაკობს აქვს სუსის თანამშრომლობით მიღებული ინფორმაციები ვიღაცეებზე, მაგრამ მე იმდენად ღვთის წინაშე სამართლიანად და სიმართლით მიცხოვრია, მისი არცერთი ნაბიჯის არ მეშინია. იმიტომ მფარველობენ, რომ მიის ეს მოქმედებები, რა თქმა უნდა, აწყობს გარკვეულწილად საპატრიარქოს და გარკვეულწილად სახელმწიფოს. მისი მარგინალიზაცია არც არაფერს წარმოადგენს, მაგრამ რასაც უნდათ იმას გააშუქებინებენ. კონკრეტულად ის ფაქტები, თუნდაც გახარიას თემაზე რაც თქვა, რომ მას აქვს და კონკრეტულად რას გულისხმობს, ეს უკვე თავად იაკობს ჰკითხეთ,- ამბობს მამა ანდრია სარია.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია კორუფციულ სქემაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის მქონე მედდის მდგომარეობა სტაბილურია – ლევან რატიანის თქმით, მისი კოლეგის ინფიცირების წყარო უცნობია