მეუფე პეტრე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის სამეზე მთვარ პოკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი შოთაძის უწყებაში 15 :00 საათზე ადვოკატთან ერთად მივა. არსებული ინფორმაციით მეუფე პეტრე დაკითხვაზე 11 საათზე იყო დაბარებული თუმცა ის პოკურატურაში არ მივიდა და დაკითხვა სამი საათისთვის გადაიდო. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამლაძის დაკავების დღიდან ციანიდი საქმესთან დაკავშირებით არაერთი სკანდალური და ხმამაღალი განცხადების ავტორია. როგორც ცნობილია მეუფე პეტრემ სასამართლო წესით დაკითხვა მოითხოვა, თუმცა პროკურატურამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული 69 წლის მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული
შემდეგი სტატიაპრეზიდენტს შესაძლოა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის უფლება ჩამოერთვას