მეუფე პეტრე: პატრიარქი მეორედ მოსვლის თემით ქართველ ერს აშანტაჟებს

„პატრიარქი მხოლოდ ქართველ ერს აშანტაჟებს მეორედ მოსვლის თემით“, – ასე გამოეხმაურა მეუფე პეტრე პატრიარქის განცხადებას მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით.

„თაიმერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ თუ მეორედ მოსვლის მოახლოებას პატრიარქი მართლა განიცდის, პირველ რიგში, მან ერის წინაშე უნდა მოინანიოს. „მეორედ მოსვლა მოახლოებულია მას შემდეგ, რაც მაცხოვარი აღდგა და ამაღლდა. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვემზადებოდეთ ღმერთთან შესახვედრად. ეს არის ქრისტიანის მიზანი, მაგრამ პატრიარქი მეორედ მოსვლის თემატიკას, ჩემი აზრით, პოლიტიკური ცბიერებით იყენებს ქართველი ერის შანტაჟისთვის. თუ მეორედ მოსვლის მოახლოებას ის მართლა განიცდის, პირველ რიგში, მან ერის წინაშე უნდა მოინანიოს, მოემზადოს ღმერთთან შესახვედრად, გაათავისუფლოს მის პირად პატიმრობაში მყოფი უდანაშაულო დეკანოზი, შეელიოს საკუთარ პატივსა და დიდებას, ასევე შეელიოს ვერცხლისმოყვარეობას და გათავისუფლდეს ზედმეტი ტვირთისაგან, რომელიც მას მეორედ მოსვლის დროს არ გაამართლებს. მაგრამ პატრიარქის საქმეებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს. პატრიარქი მხოლოდ ქართველ ერს აშანტაჟებს მეორედ მოსვლის თემით. სინამდვილეში კი მას ძალიან არასწორი მახინჯი წარმოდგენა აქვს მეორედ მოსვლის შესახებ სწავლებაზე“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

28 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ „დრო იწურება, მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისთვის”.

დღეს, 30 მარტს, 21:30 საათზე, “თაიმერი” მეუფე პეტრესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

ავტორი: ნენე ინჯგია

banner
წინა სტატიაშირუსთავის ერთ-ერთ კომპაქტურ განსახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გაეწია
შემდეგი სტატიახელისუფლებისა და ოპოზიციის მიმდინარე შეხვედრაზე რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარაა