მეუფე პეტრე: მზად ვარ “დნმ”-ის ანალიზი ჩავაბარო – მეუფე სტეფანე უღმერთოდ იქცევა

“მეუფე სტეფანე ისე იქცევა თითქოს ღმერთი არ არსებობს. ანუ იქცევა უღმერთოდ“, – ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის ყოფილი წინამძღვარი მეუფე პეტრე, დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებისას, მოქმედი წინამძღვრის, მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ გამოთქმულ ბრალდებას.

მეუფე პეტრე, ითხოვს საპატრიარქომ დაუყონებლივ აღძრას საქმე და დაიწყოს მოკვლევა.

“მეუფე სტეფანე ისე იქცევა თითქოს ღმერთი არ არსებობს. ანუ იქცევა უღმერთოდ და ნებისიერ შემთხვევაში, რა ცილისმწამებლურადაც მე მომიხსენია და დამადანაშაულა, დაუყონებლივ მოვითხოვ, საპატრიარქომ აღძრას საქმე, დაიწყოს მოკვლევა დ მეუფე სტეფანეს მოუწევს, ამ ბრალდებით თვითონ დაისაჯოს, ან რა ცრუ ბრალდებითაც მან დაადანაშაულა მეუფე პეტრე. მზად ვარ “დნმ”-ის ანალიზი ჩავაბარო და იგივეს მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს. სტეფანე არის შეპყრობილი, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია”-განაცხადა მეუფე პეტრემ ტვ “რუსთავთან” სატელეფონო საუბრისას.

დღეს, 24 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში, ბალდის მონასტერში სასულიერო პირებსა და ეპარქიის ახალ მმართველს, მიტროპოლიტ სტეფანეს შორის ისევ დაპირისპირება მოხდა.

ამჯერად, მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვა ბალდის მონასტერში ჩაატარა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მას მეუფე პეტრესთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა და ამ საკითხის გარკვევა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს.
მათი თქმით, მიტროპოლიტმა სტეფანემ ყოფილ მღვდელმთავარ პეტრე ცაავას დააბრალა, რომ შვილი ჰყავს და ის არაეკლესიურად ცხოვრობდა.

ამის შემდეგ, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, სიტუაციას დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამართალდამცველები აკონტროლებდნენ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიპავილიონისი: მთავრობამ უნდა გვაჩვენოს, რომ შეცდომების აღიარებაც შეუძლია
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი