მეუფე პეტრე: მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შორენა თეთრუაშვილი ქართული ეკლესიის მტრების პოზიციას წარმოადგენს

ჭყონდიდის მიტროპოლიტ, მეუფე პეტრეს განცხადებით, ათწლეულების განმავლობაში, ქვეყანასა და ეკლესიაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მმართველობა ყველაზე დიდი ტრაგედიაა.

როგორც მეუფე პეტრემ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, მამა გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ აღნიშნა, შორენა თეთრუაშვილი საქართველოს ეკლესიის მტრების პოზიციას წარმოადგენს.

„დღემდე იბრძვის ის ძალები, რომლებმაც ქვეყანასა და ეკლესიაში მსგავსი მმართველობა დაამკვიდრეს. სამწუხაროდ, ამ ქალის მმართველობა ათწლეულების მანძილზე, დღემდე ყველაზე დიდი ტრაგედია და არსებული საუკუნის პრობლემას ქართველი ერი, ქრისტეს მოსიყვარულე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.

შორენა ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას წარმოადგენს, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში არსებულ ფარულ ჩანაწერებში, საუბარი შორენა თეთრუაშვილს ეხება და არა დაკავებულ მოძღვარს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ კი, რამდენიმე დღის წინ, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, რომლებიც მისი დავალებების კარგად შემსრულებელია, „ოქროს თევზს“ ეძახის.

banner
წინა სტატიაშიბესელია: თუ პროკურატურა იმ ფაქტებს გაასაჯაროვებს, რაც გააჩნია, სპეკულაციების სურვილი ბევრ ადამიანს გაუქრება
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე: ეკლესია და ხელისუფლება ერთად, ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვა