მეუფე პეტრე: მესმის, 2020-ში არჩევნებია, მაგრამ ამ მეთოდით მისი ღირსეულად ჩატარება გაჭირდება

განყენებული მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა მისი და საპატრიარქოს დაპირისპირების შესახებ მმართველი გუნდის პოზიციას აფასებს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პეტრე ცაავას განცხადებები “სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას” შეადარა. სალომე ზურაბიშვილმა ილია მეორესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც ასევე პატრიარქს გამოუცხადეს მხარდაჭერა და სხვადასხვა “დესტრუქციულ ძალაზე ” ისაუბრეს.

პეტრე ცაავამ მთავარ არხთან თქვა, რომ ეკლესიაში არსებული პრობლემები აშკარაა. მისივე თქმით, გასაგებია, რომ 2020 წელს მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა, ამ განწყობით მისი ღირსეულად ჩატარება გაჭირდება.

“უფრო ღირსეული უნდა იყოს შეფასება ქვეყნის პირველი პირისა, იმიტომ რომ აშკარად ჩანს, შავით თეთრზე, რომ ეკლესიაში არის პრობლემები. მსგავსი შეფასება, რომ თითქოს ყველაფერი გარე ძალებისგან არის – ხელისუფლება ვალდებულია, დაამტკიცოს, ვინ არიან ეს გარე ძალები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს, როგორც მინიმუმ, არის ფარისევლობა. რა თქმა უნდა, მე მესმის პოლიტიკური განწყობები, რომ 2020-ის არჩევნებია ჩასატარებელი, მაგრამ ამ მეთოდით, ვფიქრობ, ძალიან გაჭირდება ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარება, თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნება პრობლემების მხრიდან ერში და ბერში.

ასევე, მინდა განვაცხადო, რომ უსამართლობა, შერჩევითი სამართალი და უწმინდურება ვერანაირად იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. ეს არის მხოლოდ სიმბოლო პოსტსაბჭოთა საქართველოში”, – თქვა მეუფე პეტრე ცაავამ.

მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ის გიორგი გახარიას შეფასებასა და გადატრიალების მცდელობასთან შედარებაზე, ცაავამ უპასუხა:

“ღმერთმა შეუნდოს”.

გუშინ, 31 ოქტომბერს წმიდა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი “პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში” ამხილა. მეუფე პეტრემ თქვა, რომ მან სინოდის სხდომის მომდევნო დღეს გაგრძელება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა უარი მიიღო.

სინოდის სხდომას წინ უძღოდა 26 ოქტომბერს მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება. მან თქვა, რომ გიორგი გახარია, ვახტან გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას პატრიარქის ჩამოშორებაზე “ეჩალიჩებოდნენ

banner
წინა სტატიაში“სანამ სინოდი არ მიიღებს გადაწყვეტილებას ჩემს განკვეთას ერისკაცამდე, ვრჩები შეჩერებული ხარისხით, ერთი ცოდვილი ბერი ვარ” – მეუფე პეტრე
შემდეგი სტატიაილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლებისა და მონასტერში განმწესების ბრძანება გამოსცა