მეუფე პეტრე – მარტვილის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი მეუფე სტეფანეა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) მარტვილის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მეუფე სტეფანეს აკისრებს. როგორც მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა, “შენს რეზიდენციაში, როცა შენ ხარ მასპინძელი, ადამიანები რომ გადაცვივდებიან 4-5 მეტრის სიმაღლიდან, მთელი პასუხიმგებლობა შენზეა”.

მისივე თქმით, არაორგანიზებული შეკრება და კრების ჩატარება ცხადყოფს, რამდენად ქაოსია დღეს ეპარქიაში. მეუფე პეტრეს აზრით, მეუფე სტეფანეს მარტვილის ეპარქიაში გამწესება დიდი უსამართლობა იყო.

ათწლეულებია უკვე ეკლესია იმართება ზნედაცემული ადამიანით, რომელმაც თავისი თავის კერპი შექმნა და წმინდანად გამოაცხადა. ის ახალისებს ძალადობას და არის ძალმომრეობით მმართველი, ცბიერი, უკანონო და უსამართლო.. მორიგი უსამართლობა იყო სტეფანეს გამწესება მარტვილის ეპარქიაში.. სჯულის კანონი კატეგორიულად კრძალავს უსაფუძვლოდ, ეპარქიაში წინამღძოლის გადაადგილებასა და ცვლილებას. ეს არის უხეში კანონდარღვევა, როცა მიზეზგარეშე ეპისკოპოსს ცვლი.., – ამბობს მეუფე პეტრე ცაავა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვიდრე სინოდი მარტვილის ეპარქიაში მეუფე სტეფანეს დანიშნავდა, მას თავს, მისსავე მიზეზით დაესხნენ.

ახლა შემატყობინეს, რომ ის [მეუფე სტეფანე] იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ერთ-ერთი ადამიანი თავს დაესხა მას ქვემო სვანეთიდან და მისთვის სამართლიანად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იმის ნაცვლად, რომ გამოეძიებინა საპატრიარქოს რა მოხდა, რატო აღმოჩნდა ის დაპირისპირებაში და რას ედავებოდა მას მრევლი, იმის ნაცვლად რომ დაესაჯათ, დააწინაურეს თითქოს და გაამწესეს ეპარქიაში, – ამბობს მეუფე პეტრე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვტოვებ მერის თანამდებობას და პარტიას, სიცრუეა