მეუფე პეტრე: ილია მეორე იქნება საქართველოს ბოლო პატრიარქი

მეუფე პეტრემ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში საზოგადოებას მომავალი პატრიარქის შესახებ ილია მეორის მიერ სინოდის ერთ–ერთ სხდომაზე გაკეთებული განცხადება გააცნო.

„ღმერთმა იცის, რომ რაც სასულიერო პირი ვარ, ვამბობ – პატრიარქი საქართველოს ბოლო პატრიარქია. სანამ პატრიარქს პირში სული უდგას, მინდა ასე ვირწმუნო და ვიცხოვრო. ამ შეხედულებამ ბევრი განსაცდელისგან, მზაკვრული, ბოროტი შთაგონებისგან მიხსნა. მახსენდება მისი უწმინდესობის ძალიან საინტერესო სიტყვები, როდესაც მან მსგავს შეკითხვას სინოდის ერთ–ერთ სხდომაზე უპასუა: „77 წელს, როდესაც მე გავხდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მაშინაც ბევრს უნდოდა და დღემდე ბევრს უნდა და ყველანი განისვენებენ. არავინ იცის ყველაზე ადრე ვინ წავა ამ ქვეყნიდან“. ღმერთმა დიდხანს გვიცხოვროს ჩვენი პატრიარქი, მაგრამ ის, რომ მმართველობაში არის პრობლემა, ნათელია“,– აღნიშნა მეუფემ.

banner
წინა სტატიაში(video) ,,სიმართლეს ვემსახუროთ მამაო” – მეუფე პეტრეს და პროტოპრესვიტერის შეხვედრა ,,არჩევანის” სტუდიაში
შემდეგი სტატია„პატრიარქის კურთხევა საქმის 30 პროცენტიაო“ – მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილის სიტყვებს იხსენებს