მეუფე პეტრე: ეკლესია და ხელისუფლება ერთად, ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მყოფი მამა გიორგი მამალაძე მოინახულა.

მისი თქმით, დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ პატრიარქის დაბრუნების შემდეგ, მისი საპატიმროდან გათავისუფლება აუცილებლად უნდა მოხდეს.

„ეკლესია და ხელისუფლება ერთად, ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვა. მიმაჩნია, რომ მამა გიორგიმ პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე უნდა დატოვოს საპატიმრო. მზად ვარ, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლო ამ ადამიანზე, როგორც უდანაშულო დაცული იქნეს. როგორც გადაცემა „არჩევანში“ განვაცხადე, ეს არის „კა-გე-ბეშნიკური“ მზაკვრული ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა. ეჭვი მაქვს, რომ ეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ მიმართული იყო. მეუფე იაკობზე ვთქვი, რომ პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ამ ინტრიგის შემადგენელია“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მიტროპოლიტის განმარტებით, სასურველია, საერთო პრესკონფერენცია მოეწყოს და ამის შემდეგ საერთო შეთანხმებისა და საკითხების შეჯერების შედეგად, როგორც საპატრიარქოს, ასევე ხელისუფლების მხრიდან, ერთობლივი განცხადება გაკეთდეს.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე: მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შორენა თეთრუაშვილი ქართული ეკლესიის მტრების პოზიციას წარმოადგენს
შემდეგი სტატიაGDS-ზე გადაცემები იხურება