მეუფე პეტრე: დადასტურებაც და უარყოფაც ჩარევა გამოვა

მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლას უფრო მომლოცველობას დაარქმევდა.

ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში ისაუბრა.

კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი ივანიშვილთან შეხვედრის დროს პოლიტიკაზე, კონკრეტულად, ზუგდიდში მერის არჩევნებზე, მეუფე პეტრემ აღნიშნა, „რომ ამ თემებზე საუბრები ორმხრივად შეურაცხმყოფელი იქნებოდა“.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ზვიად გამსახურდიას დაღუპვის საქმის გამოძიებაზე, როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს იდეის გარშემო, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიება არის ღირსების საქმე და არ სურს, ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკურ ჭრილში დაინახოს.

„მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის საქმის გამოძიება არის ქართველი ერის ღირსების საქმე. პოლიტიკოსისთვის შეიძლება, ყველაფერი პოლიტიკა იყოს, თუმცა სულიერი, ეროვნული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს საკითხი არის ეროვნული და სახელმწიფოებრივი, მე ასე დავინახავდი. არ მინდა, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში პოლიტიკა დავინახო, თავს არ ვაძლევ ამის უფლებას. ვთხოვდი ყველას, რომ მთელი ერისთვის, ეს იყოს ღირსების საკითხი და არა პოლიტიკა”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

კითხვაზე, მოახდენს თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადება გავლენას ზუგდიდის მერის არჩევნების შედეგებზე, მეუფე პეტრემ უპასუხა: „დადასტურებაც და უარყოფაც ჩარევა გამოვა. ამიტომ ვერ გიპასუხებთ.“

banner
წინა სტატიაშიმერის შუალედურ არჩევნებში, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჭიათურაში, ორგანიზაცია “მომავლის ჭიათურა”-ს დამოუკიდებელ კანდიდატს, დავით ჭუმბურიძეს დაუჭირეს მხარი
შემდეგი სტატიატერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ მზად ვიყავი, უარი მეთქვა NATO-ზე – მიხეილ სააკაშვილი