მეუფე პეტრე ცაავამ პრემიერ-მინისტრს “ფარისეველი” უწოდა

მეუფე პეტრე ცაავა პრემიერ-მინისტრს “ფარისეველს” უწოდებს. მისი თქმით, პრემიერმა 2016 წელს დააანონსა, რომ 2017 წელი იქნებოდა წარმატებული, თუმცა, ის დაიწყო ციანიდის საქმით, შემდეგ გაგრძელდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და მაჩალიკაშვილის ამბით.

“ამ ფარისევლობის გვირგვინი იყო, როდესაც საშობაო ღვთისმსახურებაზე წირვას დაესწრო და კამერების წინ ეზიარა ყველას დასანახად. ეს იყო ფარისევლობის მწვერვალი,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრემ პრეზიდენტის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, რომ შეუძლებელი იყო მღვდლის მიერ პატრიარქის მოწამვლა, მან არაფერი მოიმოქმედა.

„პრეზიდენტ მარგველაშვილზე ვერ ვიტყვი, რომ ის არის პრინციპული კაცი და ძალიან რომ მინდოდეს, ვერ ვპოულობ გამოსავალს, რომ ჩავრიცხო ეს ადამიანი პრინციპულად,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ გიორგი მამალაძე ციხეში არ უნდა იჯდეს.

banner
წინა სტატიაშიციანიდის საქმე ხელისუფლების და ეკლესიის გარკვეულ ნაწილს აწყობდა
შემდეგი სტატიაპირველი ინსტიტუცია, ვინც იგრძნო ერის და ხალხის პულსი, ისევ პატრიარქი აღმოჩნდა – არჩილ გამზარდია