მეუფე პეტრე: ბავშვი ჩნდება ცოლ-ქმრული ურთიერთობით ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ ამ კუთხით სუფთა ვარ

“მეუფე სტეფანეს განცხადება  უკანონო შვილის ყოლის თაობაზე ცილისწამებაა. ცილისმწამებელი არის დემონი, მეუფე სტეფანე კი შეპყრობილია დემონური სულით. ეს მოტივირებულია იმით, რომ გადაიფაროს ჩემი მხრიდან პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდება, რომლის დასამტკიცებლად საეკლესიო კრებისა და სასამართლოს მოწვევას ვითხოვ უკვე წელიწად- ნახევარია. მე ამ ბრალდებების წაყენებისთანავე მზად ვიყავი მეორე დღესვე გაგრძელებულიყო სინოდის სხდომა და დღესაც მზად ვარ. ეს უკანონობა და უზნეობა, რომ გადაფარონ, ამიტომ მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ჩემ წინააღმდეგ ამბოხი წამოაწყებინეს, რათა რეგიონულ და ეპარქიულ დაპირისპირებამ გადაფაროს პატრიარქის მმართველობასთან არსებული კითხვები. მეუფე სტეფანეს ამ ცილისწამებაში აშკარად საპატრიარქო უმაგრებს მხარს. შესაძლოა, მათ მოძებნონ ვინმე უპატრონო ბავშვი და თქვან, რომ ჩემი შვილია. ამიტომაც ვთქვი, რომ მე მზად ვარ გავიკეთო დნმ, რათა მათ ეს სცენარი არ გამოუვიდეთ. მე ვიცი, რომ ბავშვი ჩნდება ცოლ-ქმრული ურთიერთობით. რაც ეკლესიაში მოვედი და ბერული აღთქმა დავდე, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ ამ კუთხით სუფთა ვარ და ჩემ ბერულ აღთქმას ვიცავ. შესაბამისად, შეუძლებელია, ბუნებაში რამე მსგავსი არსებობდეს,-ამის შესახებ “თაიმერის” ჟურნალისტ ნენე ინჯგიასთან ინტერვიუში  მეუფე პეტრე ცაავამ ბრძანა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატია30 წლის წინ, საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმით ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას