მეუფე ნიკოლოზი – ვფიქრობ, მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე არ იქნება

ვფიქრობ, მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე არ იქნება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზი დასძენს, მეუფე პეტრესთან დაკავშირებით “არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა.

“ამ ადამიანს არ დაუშავებია არაფერი იმის მსგავსი, რაც უკვე დააშავა. ის ძალიან ცუდად მოიქცა და ამის გამო, სინოდმა დროებით შეუჩერა მღვდელმოქმედება. იმის შემდეგ რაც გააკეთა, ანალოგიური დანაშაულის ტოლფასი არ ჩაუდენია. შესაბამისად, ერთი დანაშაულისთვის ერთხელ ისჯება მხოლოდ.

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ მეუფე პეტრე უკან მივიღოთ სინოდში, ეს თეორიულად შესაძლებელია, ოღონდ მან, რაც დააშავა იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს, რაც არ გამოუხატავს.

მე ვფიქრობ, მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე არ იქნება”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის კადრებს ავრცელებს
შემდეგი სტატიასარჯველაძე – ამ წუთას ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი მხოლოდ მის ხელშია