მეუფე ნიკოლოზი: თქვენ გინახავთ ის რუკა? გარეჯას საკითხი საერთოდ არ არის იმაზე მონიშნული

“თქვენ გინახავთ ეს რუკა? ვის უნახავთ პირადად ეს რუკა? ვინმეს გინახავთ? პირადად არავის. მაგას გეუბნებით, ნახეთ ეს რუკა, გარეჯა საერთოდ არ არის ამ რუკაზე, კითხვის ნიშანი გარეჯაზე არ ისმის საერთოდ. ინტერესი ვისია, ეს თქვენ გადაწყვიტეთ. მე გეუბნებით, რომ ყველა რუკა, რომელიც არსებობს, ნახეთ, არსად არ არის გარეჯაზე ლაპარაკი ამ რუკებზე. რა თქმა უნდა, არის დემარკაციის საკითხი, გადაწევა-გადმოწევის საკითხი… ეს არის პრობლემური საკითხი. ნახეთ ეს რუკები აუცილებლად, თუ შეიძლება, ვინმემ გამოაქვეყნოს ეს რუკა, ვისაც ნანახი აქვს, მე იმაზე დაყრდნობით გეუბნებით, გარეჯას საკითხი საერთოდ არ არის იმ რუკაზე მონიშნული” -ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომლის არგამოყენებასაც პროკურატურა საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს ედავება.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა
შემდეგი სტატიამუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსთან სკვერის მოწყობა დასრულდა