მეუფე ნიკოლოზი: თეთრუაშვილი პატრიარქთან ახლოს მისული არ მინახავს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი მასთან ახლოს მისული არ უნახავს. მისივე თქმით, ილია მეორეს კონტაქტი არც ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტთან, მეუფე ანტონთან ჰქონია.

“იზოლაციაშია  სანამ დაზუსტდება ყველაფერი, განმეორებითს ელოდებიან, რომ დაუდგინონ, თუ აქვს, რა ხარისხში აქვს.

მეუფე ანტონსაც სრულებით შემთხვევით დაუდგინდა. მეუფე ანტონი არ მინახავს ამ ბოლო დროს საპატრიარქოში, ახლა აპირებდა მოსვლას და ვერ შევიდა, არ შევიდა… პატრიარქს არ შეხვედრია. შორენაც ახლოს მისული არ მინახავს პატრიარქთან”. – ამბობს მეუფე ნიკოლოზი

 

banner
წინა სტატიაშიქუთაისში საფლავიდან ნაძვის ხის სათამაშოები მოიპარეს
შემდეგი სტატიაივერი მელაშვილი ციხიდან ღია წერილს ავრცელებს