მეუფე ნიკოლოზი: საპატრიარქო მე ვარ თვითონ- სკანდალური განცხადება დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით

მეუფე ნიკოლოზის კიდევ ერთი სკანდალური განცხადება დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით – “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “სხვა ნანუკა”, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ, დეკანოზმა მამალაძემ მას ციხიდან წერილი მისწერა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სწორედ ამ წერილიდან გაარკვია, რომ “მას სასჯელის 2/3 ვადა გაუვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლება შეეხება, რაც იუსტიციის მინისტრის პრეროგატივაშია”.

მამა გიორგი მამალაძემ მომწერა წერილი… არ არის დიდი ხანი რაც მივიღე, ეს წერილი ციხიდან. ვერ გეტყვით, ძალიან ზრდილობიანი წერილი იყო-მეთქი, ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ უზრდელური იყო ნამდვილად. მაგრამ უზრდელობა არ არის კრიმინანლური დანაშაული. ზნეობრივი ტიპის დარღვევაა… ამ წერილში მან გააჟღერა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ალბათ არც თქვენ იცით – რომ მას გაუვიდა სასჯელის მგონი 2/3 ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაც აღარ შედის უკვე პრეზიდენტის პრეროგატივაში და შედის უკვე იუსტიციის მინისტრის პრეროგატივაში. და მე მთხოვა ამაში დახმარება. მე რამდენადაც ვიცი, ის, როგორც პატიმარი, კეთილსინიდისიერი პატიმარია, რაც არის საფუძველი იმისა, რომ გაათავისუფლონ, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

გადაცემის წამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის შეკითხვაზე, აღუთქვა თუ არა მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს დახმარება, მიტროპოლიტი ასე პასუხობს: “წერილი მივიღე ციხიდან… პასუხი აგერ არის, ამ წუთას რასაც გეუბნებით… მეტი რაღა დავეხმარო, ასეთი რაღაც გაგაგებინეთ და ვთხოვოთ ერთად იუსტიციის მინისტრს და გაათავისუფლოს”..

რაც შეეხება წამყვანის შეკითხვას, ხომ არ უსაყვედურებენ საპატრიარქოში ამ განცხადებების გამო, მეუფე ნიკოლოზი ამბობს: “საპატრიარქო ერთი რაღაცა არ არის. საპატრიარქო მე ვარ თვითონ. ვიღაცა მისაყვედურებს, ვიღაცა არ მისაყვედურებს”…

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი: ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები “ლინჩის წესით გასამართლება იყო
შემდეგი სტატიაუნგრეთის ლიდერი სკანდალური კანონის შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებს