მეუფე ნიკოლოზი – სააკაშვილისთვის ვლოცულობთ, ჩვენ მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია

მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია- რაც არ უნდა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ, არ არის სწორი,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი დამოკიდებულების გამო “სამარცხვინოა”, მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ მას ამ განცხადებაზე ინფორმაცია არ აქვს, საპატრიარქოს მხრიდან პოლიტიკურ განცხადებებს კი აზრი არ აქვს.

“მინდა გითხართ, რომ ჩვენ მიხეილ სააკაშვილისთვის ვლოცულობთ. მე ხშირად მივდივარ მის მოსანახულებლად. ჩვენ მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია. რაც არ უნდა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ, არ არის სწორი, არც აზრი აქვს. ტელევიზიით ყველამ ვნახეთ, რომ თავს კარგად ვერ გრძნობს, ალბათ მოვინახულებ”, -აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

კითხვაზე, შეასრულებს თუ არა საპატრიარქო შუამავლის როლს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად, მეუფე ნიკოლოზი ასე პასუხობს: “აზრი არ აქვს. შესაძლოა, ხალხი პოლიტიკურ ფუნქციას გვანიჭებს, მაგრამ საპატრიარქო, ეკლისია, რელიგიური შინაარსის ორგანიზაციაა, მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია და ვლოცულობთ”.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ჩვენმა პარტიამ მოახერხა მაშინდელი პოლიტსპექტრის კონსოლიდაცია, ქვეყნის ავტოკრატიული ჩიხიდან გამოყვანა და საქართველოს ევროპული არჩევანისკენ სავალ გზაზე დაბრუნება
შემდეგი სტატიასარჯველაძე – აშკარაა, „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერი, რომელიც პატიმარია, მოწყვეტილები არიან რეალურად არსებული მდგომარეობის სწორ აღქმას