7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

მეუფე ნიკოლოზი: მთელი მსოფლიოს საქრისტიანო იზიარებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს

ჩვენთან ჩამობრძანებულები არიან არამარტო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანო იზიარებს ჩვენს დიდ სიხარულს, რაც არის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი, – ამის შესახებ ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან დიდი დღესასწაულია სვეტიცხოვლობა ქართველებისთვის.

“ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავდით, განსაკუთრებით, ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ, რომელიც ამ ტაძარში მოხდა. განსაკუთრებული დღესასწაული იყო ყოველთვის.

დღეს არის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი დღე, რადგან ჩვენთან ჩამობრძანებულები არიან არამარტო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანო იზიარებს ამ ჩვენს დიდ სიხარულს, რაც არის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი”,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს ეხმაურება და საერთაშორისო პარტნიორებს მოქმედებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ, რომ გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც ავალებთ ივანიშვილი, დაწერილია კრემლში