მეუფე ნიკოლოზი: “მივმართე პატრიარქს, დავუდგეთ თავდებად ამ ადამიანს და გამოვიყვანოთ ციხიდან”

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ მამა გიორგი მამალაძეს პატრიარქის მოწამვლა სურდა. “მე ამის არ მჯერა არაფრით, ეს წარმოუდგენელი ამბავია, გარდა იმისა, რომ მე არ მჯერა, მაშინ ვთქვი, რომ არ მჯერა რომ ადამიანი არსებობს, რომელსაც შეუძლია პატრიარქო მოწამლოს”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი, “მთავარი არხის” ეთერში გადაცემაში “მთავარი აქცენტები”.

მისივე თქმით, “წარმოუდგენელი და აბსურდულია”, რომ დეკანოზ გიორგის პატრიარქი ამ გზით მოეწამვლა. გარდა ამისა, როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ამ შემთხვევიდან, “ზუსტად მეორე დღეს, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ შევცდით, თურმე ეს ასე არ ყოფილა”.

მეუფე ნიკოლოზი ასევე ამბობს, რომ სინოდის სხდომა დეკანოზი გიორგი მამალაძისთვის შუამდგომლობის დაყენებისა და თავდებში ჩაგდომის ინიციატივითაც გამოვიდა, თუმცა, სინოდმა შესაბამისი გადაწყვეტიელბა არ მიიღო:

“ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო პრემიერის ორივე განცხადება, ამის შემდეგ შედგა სინოდის სხდომა, მე ამ სინოდზე გამოვედი სიტყვით, მივმართე წევრებს, პატრიარქს, განვაცხადე, რომ მამა გიორგი მამალაძის ციხეში ჯდომა, არავის ინტერესში არ არის. მივმართე სინოდის წევრებს და პატრიარქს, გამოვიდეთ შუამდგომლობით, დავუდგეთ თავდებში ამ ადამიანს და გამოვიყვანოთ ციხიდან. ერთადერთი რამაც მე მაშინ გამაჩერა, ასეთი რამ ითქვა, რომ თვითონ უწმინდესმა ბრძანა, ამ წუთას მამალაძის ციხიდან გამოსვლა სარისკოა, იმიტომ, რომ ის ლინჩის წესით გასამართლების საფრთხის წინაშე დგას”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მისივე თქმით, სინოდის ამ განცხადების შემდეგ, 3-ჯერ მოინახულა მამა გიორგი ციხეში, ამბობს, რომ მუდმივად იყო და არის იმის მომხრე, რომ დეკანოზი გაანთავისუფლონ. გარდა ამისა, როგორც მეუფე ნიკოლოზი ამბობს, სინოდმა პრეზიდენტს დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართეს, თუმცა პრეზიდენტმა არ შეიწყალა. როგორც მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, შეყალების თხოვნით “წინა პრეზიდენტს” გიორგი მარგველაშვილს მიმართეს.

წყარო: მთავარი არხი

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: “პირველად, პატრიარქის მამათმავლობის ბრალდების შესახებ, გავიგე კამერების წინ, ქუჩაში ნათქვამი”