მეუფე ნიკოლოზი: ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები “ლინჩის წესით გასამართლება იყო

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები “ლინჩის წესით გასამართლება იყო”.

როგორც მან ნანუკას შოუში განაცხადა, ადამიანების ჯგუფმა გადაწყვიტა, ჟურნალისტებზე “შური ეძია”.

“5 ივლისის მოვლენებს ძალიან მოკლე სახელი ჰქვია, ოღონდ ეს სახელი ყველას გვავალდებულებს რაღაცას. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ლინჩის წესით გასამართლება. ამერიკაში მოხდა პირველად ეს, როდესაც გასამართლების გარეშე ადამიანების ჯგუფი გადაწყვეტდა, რომ ვიღაც დამნაშავეა, გამოძიების გარეშე სჯიდნენ… ადამიანების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტებზე შური ეძია”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

წამყვანის კითხვას – რის გამო უნდა ეძიათ შური ჟურნალისტებზე, მიტროპოლიტმა ასე უპასუხა: “მე იმ ადამიანების ლოგიკას ვერ აგიხსნით. რაც არ უნდა გამაბრაზოთ, კისერში არ გწვდებით”.

5 ივლისს თბილისში ღირსების მარში იყო დაგეგმილი, თუმცა რუსთაველის გამზირი დილიდან დაიკავეს მოძალადე ჰომოფობებმა, რის გამოც თბილისი პრაიდმა მარში გააუქმა. საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე. სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია ჯაშუშური პროგრამა “პეგასუსის” გამოყენების გამო გამოძიებას დაიწყებს
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: საპატრიარქო მე ვარ თვითონ- სკანდალური განცხადება დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით