16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

მეუფე ნიკოლოზი: იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი კანდიდატად დასახელდება, ის შემდეგ კომისიის წევრი აღარ იქნება და ჩანაცვლდება სხვა მღვდელმთავრით

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ წმინდა სინოდის მორიგი სხდომა „როგორც საქმე მოიტანს, ისე დაინიშნება“.

„თავიდან ითქვა, რომ 24 აპრილს ყოფილიყო, პატრიარქის გარდაცვალების მე-40 დღის წინა დღეს, მაგრამ მერე ისიც ითქვა, რომ ძალიან იცვლება გარემოებები. ეს რომ გვეთქვა, ამ ნათქვამის ტყვეობაში ვიქნებოდით და რა საჭიროა. როგორც საქმე მოიტანს, ისე დაინიშნება. ვეცდებით, რომ არ დავარღვიოთ… [ასაკს რაც შეეხება] ადამიანს უთხრა, რომ შენ 70 წლის ხარ და შენი პატრიარქობა ამის გამო არ შეიძლება, მგონია, რომ არ შეიძლება… იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი კანდიდატად დასახელდება, ის შემდეგ კომისიის წევრი აღარ იქნება და ჩანაცვლდება სხვა მღვდელმთავრით“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მიტროპოლიტმა ისაუბრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლეზე და აღნიშნა, რომ ის აბსოლუტურად უნაკლო და უზადო იყო.

„ბუნებრივია, რომ განსხვავებული ფორმატით მოვისმენდით. ვესაუბრე მეუფე შიოსაც. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უნაკლო და უზადო იყო, კარგად იყო ჩამოყალიბებული აღდგომის ღვთისმეტყველება და ერთი ზედმეტი სიტყვა არ იყო. ძირითადად პატრიარქის შესახებ იყო“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ძალებმა აღდგომის ღამეს სუმის ოლქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას დაარტყეს
შემდეგი სტატიაჯო უილსონი: გილოცავთ აღდგომას თავისუფალ ქართველებს