მეუფე ნიკოლოზი – ჩვენ ვენდობით ჩვენს მთავრობას, ჯანდაცვის უწყებებს და საზოგადოებაც გვენდოს ჩვენ

“აღდგომის წირვაზე, ადამიანს რომ უთხრა, რომ არ მოხვიდე ეკლესიაში, საპირისპირო რეაქციას გამოიწვევს. ჩვენ ვენდობით ჩვენს მთავრობას, ჯანდაცვის უწყებებს და საზოგადოებაც გვენდოს ჩვენ,” – ამის შესახებ განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია რუსთავი 2- ზე ისაუბრა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, ქართული ეკლესია გაერკვევა საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაცემულ რეკომენდაციებს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს.
“ჩვენს ქვეყანაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია პრევენციაზე და არა მკურნალობაზე. ეს პრევენცია დამოკიდებულია თვითშეგნებაზე. ჩვენ უნდა ავუხსნათ ადამიანებს ეს ინსტრუქციები. მეც ვცდილობ, რომ შევასრულო. ჩვენ ვერ ვაიძულებთ ვერავის ვერაფრის გაკეთებას. თუ ადამიანს უნდა რომ კანონი დაარღვიოს, დაარღვევს,” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, თუ მრევლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წირვას ვერ ესწრება, ეკლესია მას არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს.
“მე ასე მოვუწოდებდი მრევლს – ამ რეკომენდაციის დაცვა, თუნდაც თავის შეკავება მსახურებაზე მოსვლისგან ან, გარკვეულწილად, ზიარებისგან, ცოდვა არ არის. ეს ისედაც ხდება ეკლესიაში, როდესაც უძლურად არის ადამიანი, არ მოდის. ჩვენ ამის გამო არ ვსჯით ადამიანებს. არანაირ პასუხისმგებლობას არ ვაკისრებთ. გამოჯანმრთელდება და მოვა. ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს რეკომენდაციები იმისთვისაა, რომ ჯანმრთელად ვიყოთ და არავინ იბრძვის, რომ დაემართოს ეს ვირუსი,” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულებისთვის კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს“ გაგრძელდება
შემდეგი სტატიადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე : პრემიერ-მინისტრი საპატრიარქოში ბრძანდებოდა