27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მეუფე ნიკოლოზი: არჩევნებში გამარჯვების შანსი მიტროპოლიტ დანიელსა და ისაიას ჰქონდათ

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი მიტროპოლიტ დანიელსა და ისაიას ჰქონდათ.

აღნიშნული განცხადება მან TV პირველის ეთერში გააკეთა,

ხოლო ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, ვის ჰქონდა შანსი ამ არჩევნებში გაემარჯვა, მეუფემ უპასუხა – “ვინც ორი კანდიდატი მოიხსნა ხელოვნურად, ჩემი აზრით. (…) ხელოვნური იყო იმიტომ, რომ ეს იყო ასაკისა და განათლების საკითხი. ვერავის ვერ დავუწუნებთ სინოდში, ვერც მეუფე ისაიას და ვერც მეუფე დანიელს განათლებას.”

დღეს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ 22 ხმით გამოირჩია შიო, მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუსი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მთავარეპისკოპოსად მცხეთა-თბილისისა, მიტროპოლიტად ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა მიიღო 9 ხმა, ფაზისელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა – 7, ხოლო 1 ხმა გაუქმდა.

ცნობისთვის, 28 აპრილს ფარული კენჭისყრით გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, სადაც კენჭისყრისთვის დაუშვებლად ცნეს მეუფე დანიელი – ასაკის გამო და მეუფე ისაია – ფორმალური განათლების არქონის გამო.

ამ სხდომაზე მიტროპოლიტმა ისაიამ პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა. მას სინოდმა მხარი არ დაუჭირა და საპატრიარქო კანდიდატებად მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი გამოარჩია.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია: ეკლესიისათვის ისტორიული და უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა — პატრიარქად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი შიო მუჯირი
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს, რათა ირანის წინააღმდეგ შემდგომი ნაბიჯები განიხილოს