მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ Iphone 11 pro ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით შეიძინა

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში ყვება, რომ Iphone 11 pro ჟურნალისტების თავდასხმებისგან და მათი მხრიდან ფაქტების არასწორი გაშუქებისგან თავდაცვის მიზნით შეიძინა.

“თავდასხმას აქვს ადგილი. ამ თავდასხმამ კულმინაციას მიაღწია მარტვილში წირვა რომ გაგვაჩერებინა ორმა ჟურნალისტმა. მე იძულებული გავხდი მეფიქრა, რა შეიძლება ამას წინ დაუყენო. ყოველი წირვის მერე მოდიან ჟურნალისტები და ვისაც როგორ უნდა ისე აშუქებს. აჩვენებენ ჩემს ნათქვამს და პირიქით ატრიალებენ”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით, მიტროპოლიტმა გადაწყვიტა ჟურნალისტებთან კომუნიკაცია საკუთარი ტელეფონითაც გადაეღო. ამ მიზნით, მიტროპოლიტმა საკუთარი Youtube-ის არხიც კი შექმნა.

“მე გადავწყვიტე, რომ ტელეფონით გადამეღო და გამომექვეყნებინა ჩემს იუთუბ არხზე”, – ამბობს მიტროპოლიტი.

მეუფე მაყურებლებს თავისი არხის მისამართსაც აცნობს: “ადვილია ძალიან ჩემს Youtube არხზე მოხვედრა, მეუფე ნიკოლოზი ქართული ასოებით უნდა ჩაიწეროს და მერე ტირე და იქ ფილმებიც არის და ჩემი ქადაგებებიც”, – ამბობს მეუფე.

მეუფე ნიკოლოზის მიერ Iphone-ის ბოლოსწინა მოდელის შეძენის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. მაშინ მეუფებ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძვირადღირებული მობილური ხარისხიანი ფოტოების გადასაღებად სჭირდებოდა.

banner
წინა სტატიაშითბილისში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიაპროკურატურაში გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა დასრულდა