მეუფე ნიკოლოზი: ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს

ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს. თუ ადამიანი შეწყალებას ითხოვს, ე.ი. ბრალს აღიარებს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას აღნიშნა.

„პრეზიდენტმა ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც თქვა თავის სიტყვაში და მათ შორის ძალიან საინტერესოდ თქვა სიტყვა შეწყალება. საეკლესიო გაგებით, ქრისტიანული აზრით არის სხვა შინაარსის და იურისპუდენციაში შეწყალება სხვა შინაარსის მატარებელია. ასე რომ, ღმერთმა შეიწყალოს ყველა ცოდვილი ადამიანი. ყველას გვჭირდება შეწყალება. არ თქვას ვინმემ, რომ რაიმე ცოდვას არ ჩაიდენს. ყველას შეიძლება ეს დაემართოს.

შეწყალება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დანაშაული ჩადენილი აქვს და ამას აღიარებს. ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს. თუ ადამიანი შეწყალებას ითხოვს, ე.ი. ბრალს აღიარებს. უნდა გავარკვიოთ, ბრალი რაში ედება და ამის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ“,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე დიმიტრი: პეტრე ცაავას დიდი როლი აქვს დეკანოზ მამალაძის ციხეში ყოფნის გახანგრძლივებაში
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი: მაგი რომ ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქიც დაუდგებოდა, მეც დავუდგებოდი