20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მეუფე მიქაელი: ჩვენ ვერც ვერავის დავიჭერთ და ვერც ვერავის გამოვუშვებთ

ჩვენ ვერც ვერავის დავიჭერთ და ვერც ვერავის გამოვუშვებთ, ეს არის სახელმწიფოს საქმე – საერთოდ, მონანიება არის პირველი, არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გამოვიდეს და თქვას, არ ვინანიებ ჩემს ცოდვებსო და სწორი იქნება?,- ამის შესახებ თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა, მეუფე მიქაელმა (გაბრიჭიძე) ჟურნალისტებს პატიმრების შეწყალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის სინოდის სახელით ვერ ისაუბრებს.

„შეწყალებაზე ჩემზე კარგი პოზიცია არავის აქვს დედამიწის ზურგზე. მე თვითონ მაბარია მსჯავრდებულები, მე ვარ ამ განყოფილების უფროსი. დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი სულ ყველას. რაც შეეხება კონკრეტულად მზია ამაღლობელს, მე ის თავად მოვინახულე როცა დაიჭირეს. გასაუბრებები მქონდა და მზია ამაღლობელმაც გარკვეული აზრები მითხრა. ჩვენ ვერც ვერავის დავიჭერთ და ვერც ვერავის გამოვუშვებთ, ეს არის სახელმწიფოს საქმე. ჩვენ შეგვიძლია მოგიხსენიოთ ლოცვებში. მე ამ წუთას სინოდის სახელით ვერ ვისაუბრებ. საერთოდ მონანიება არის პირველი. არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გამოვიდეს და თქვას, რომ მე არ ვინანიებ ჩემს ცოდვებსო? და სწორი იქნება?“, – განაცხადა მიტროპოლიტმა მიქაელმა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარედგინა
შემდეგი სტატიამეუფე ისაია პატიმრების გათავისუფლების შესახებ: ეკლესიის პოზიციაა, რომ ციხეში არავინ იჯდეს