მეუფე ჯამდელიანმა გიორგი შინჯიკაშვილის მისამართით გაჟღერებული ყველა ბრალდება უარყო

მეუფე გიორგი (ლერი) ჯამდელიანი უარყოფს, რომ მის მიერ სატელევიზიო სივრცეში გაჟღერებული ინფორმაციები, რაიმე სახით დაკავშირებული იყო გიორგი შინჯიკაშვილთან.
2025 წლის სექტემბერში, საკუთარი კანონიერი ინტერესების დასაცავად, სარჩელით მივმართე ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის – გიორგი (ლერი) ჯამდელიანის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მიერ ჩემს მიმართ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც მეუფე ჯამდელიანი – ჩემთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ:
1. „ის არის გამყიდველი ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას“.
2. „ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი ან მოგცემთ და მოუსმევ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება“.
3. „გ. შინჯიკაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულა დედაო გამხდარიყო მისი აგენტი საბოლოოდ კი მისგან მოითხოვდა მეუფის მოწამვლას“.
4. „გიორგი შინჯიკაშვილმა ხელი შეუშალა მარნეულში საკათედრო ტაძრის მშენებლობას“.
5. „გიორგი შინჯიკაშვილს…. გააჩნია უამრავი… უკანონო ბიზნესი რითაც დიდ ფულს შოულობს და სწორედ საკათედრო ტაძრისთვის გათვალისწინებული მიწაც მას სჭირდებოდა კორპუსების მშენებლობისთბის“.
6. „გ. შინჯიკაშვილს ჰყავს დაქირავებული ბოტები და ტროლები რომლის მეშვეობით მიმდინარეობს სოციალურ ქსელში მეუფეზე დეზინფორმაციის გავრცელება და ანტი პროპაგნადა“.
ზემოაღნიშნული, ჩემს პატივისა და ღირსების შემლახველ განცხადებებთან დაკავშირებით სარჩელით მოთხოვნილ იქნა, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსს – გიორგი (ლერი) ჯამდელიანს იგივე ფორმით, საჯაროდ განეცხადებინა, რომ მისი განცხადებები არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს ცილისწამებას.
2025 წლის 27 ოქტომბერს, შესაგებლის ფარგლებში მეუფე გიორგი (ლერი) ჯამდელიანის, როგორც მოპასუხის პოზიცია ზემოაღნიშნულ სარჩელზე გახლავთ შემდეგი: ეპისკოპოსს, ქადაგებაში საერთოდ არ უხსენებია გიორგი შინჯიკაშვილი და არც კი იგულისხმებოდა გიორგი შინჯიკაშვილი მისი მკვლელობის მომზადებისა და მონაზონის გადაბირების ფაქტთან დაკავშირებით.
ასევე მეუფე გიორგი (ლერი) ჯამდელიანის პოზიციის თანახმად, მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც გიორგი შინჯიკაშვილის აეკრძალა ზიარება, არანაირი კავშირი არ აქვს დავის საგანთან.
მეუფე გიორგი (ლერი) ჯამდელიანი უარყოფს, რომ მის მიერ სატელევიზიო სივრცეში გაჟღერებული ინფორმაციები, რაიმე სახით დაკავშირებული იყო გიორგი შინჯიკაშვილთან.
მოპასუხის – მეუფე გიორგი (ლერი) ჯამდელიანის მიერ შესაგებელში დაფიქსირებული ინფორმაციის საფუძველზე, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მან უარყო გიორგი შინჯიკაშვილის რაიმე სახის კავშირი მის მიერ წინათ გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით, -წერს გიორგი შინჯიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი რათა აღარასდროს დავუშვათ მათი აღზევება
შემდეგი სტატიაპეტრას აუსტრევიჩუსი – “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ დარჩენილი საღი აზრიც დაკარგა