ჟურნალისტი, გაზეთ ქრონიკა პლიუსის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მორიგ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მესტიის გზაზე მანქანით მიმავალ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის ცოლისძმას ბექა ჯაფარიძეს, მეუფის დავალებით ესროლეს, ტყვიები კი მძღოლის გვერდითა სავარძელს მოხვდა, სადაც არავინ იჯდა.
“მეუფე ჯამდელიანის დავალებით ,მესტიის გზაზე მის ცოლისძმას,ბექა ჯაფარიძეს ესროლეს.ტყვიები სავარძელს მოხვდა,საბედნიეროდ,მძღოლის გვერდით არავინ არ იჯდა.
რატომ ესროლა?
იმიტომ რომ ბექა ჯაფარიძე დაბარებული იყო საპატრიარქოში,სადაც სიმართლე თქვა,დაადასტურა რომ მისი და ნამდვილად ჯამდელიანის ცოლია და დღემდე ერთად ცხოვრობენ! შესარიგებლად მისული მეუფე კი სახლიდან გააგდო და არ შეხვდა‼️
ჩემი წყაროს ინფორმაციით,თავდასხმაში მუთო ჯაფარიძე მონაწილეობდა,(ფბ ტროლი სვანეთი მესტია).
ის მეუფის ბნელი საქმეების უშუალო შემსრულებელია,მანვე მეუფის დავალებით,სცემა მარნეულის მერის მოადგილე და დაკავებულიც იყო‼️”, – წერს ელისო კილაძე.

















