ეკლესიის პოზიციაა, რომ ციხეში არავინ იჯდეს,- ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, მეუფე ისაიამ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ალბათ, მოახერხებს ეკლესია დაკავებულების შესაძლო გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობას.
„ეკლესიის პოზიცია არის, რომ ციხეში რომ კაცი არ იყოს, უმჯობესია. ღვთის მადლით, ალბათ მოახერხებს ეკლესია რაღაც შუამდგომლობას”, – აღნიშნა მეუფე ისაიამ.


















