ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია საპატრიარქო არჩევნებთან დაკავშირებით ემოციურ წერილს აქვეყნებს, სადაც ილია მეორის ერთ-ერთ უცნობ მიმართვას იხსენებს. მეუფის თქმით, პატრიარქის ეს სიტყვები მის ანდერძად და მომავალი მამამთავრისთვის უდიდეს პასუხისმგებლობად უნდა იქცეს.
„ამ დღეებში ბევრი ვიდეო თუ აუდიოჩანაწერი მოვისმინეთ და ერთგან მისი უწმინდესობა თავმდაბლობითა და ღიმილით ბრძანებდა: „მე რაც შემეძლო, ის გავაკეთე და ახლა უკეთესი სხვამ გააკეთოს…“ ეს სიტყვები ანდერძიცაა, პასუხისმგებლობაც და უდიდესი ნდობაც – ჩვენდამი გაცხადებული“, — წერს მეუფე ისაია.
მიტროპოლიტის თქმით, სწორედ ამ პასუხისმგებლობით უნდა მოხდეს ახალი პატრიარქის გამორჩევა, რომელიც ერის სულიერი წინამძღოლი გახდება.

















