15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

მეუფე ისაია: დღეს გვაქვს ბედნიერება, რასაც ჩვენი წინაპრები ნატრობდნენ -დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეკლესია

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია საპატრიარქო კრების მონაწილეებს მიმართავს და იმ ისტორიულ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რომელიც ეკლესიას დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირობებში აკისრია.

„ჩვენ ახლა ვცხოვრობთ იმ დროსა და ეპოქაში, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ოფლსა და სისხლს ღვრიდნენ. დღეს გვაქვს ეს დიდი ბედნიერება: სახელმწიფოებრივი და ეკლესიური დამოუკიდებლობა, გვაქვს სახელმწიფო, გვყავს ჩვენი საკუთარი ხელისუფლება და ინსტიტუტები. ახლა კი აქ შევიკრიბეთ, რათა ავირჩიოთ ჩვენი სულიერი მამამთავარი“, — ნათქვამია მეუფის მიმართვაში.

მიტროპოლიტი ხაზს უსვამს, რომ ახალი პატრიარქის არჩევა უდიდესი ვალდებულებაა დიდი წინაპრების წინაშე.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ისაია: “მე რაც შემეძლო, ის გავაკეთე და ახლა უკეთესი სხვამ გააკეთოს”- ეს სიტყვები ანდერძიცაა და უდიდესი ნდობაც
შემდეგი სტატია“ვაჟკაც იგია, ვინც მართალს ეტყვის ქვეყანას”- მეუფე ისაია განმარტავს, როგორი უნდა იყოს პატრიარქი