მეუფე იოსები: მოკრძალებით,მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტს,თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან,როგორც არასდროს

მოკრძალებით,მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტს,თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან,როგორც არასდროს.თქვენ დღეს ისეთ განსაცდელში ხართ საკმარისია ღმერთს სთხოვოთ და ილოცოთ სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, თქვენი თავისუფლებისთვის ვფიქრობ ,რომ ღმერთი მყისიერად შეგისრულებთ თქვენს თხოვნას,ლოცვას მთების გადაადგილება შეუძლია.
ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე ნიკოლოზს,რადგანაც მან აღასრულა უპირველესი მოვალეობა ქრისტიანისა,აღსარება ჩაიბარა ყოფილი პრეზიდენტიდან და ბოლოს აზიარა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს.ასევე მინდა განვმარტო,რომ ადამიანი რომელიც ზის ციხეში,ან სავადმყოფოშია სრულებითაც არარის სავალდებულო მარხვა,რადგანაც ყველაზე დიდი მარხვა განსაცდელია და მის მიმართ განკითხვა სრულიად უსაფუძვლოა.
უფალი ბრძანებს:როდესაც მოვალ მეორედ განსჯად ცხოველთა და მკვდართა,კაცობრიობას გავყოფ ორ ნაწილად,ერთს მარჯვნივ დავიყენებ ხოლო მეორეს მარცხნივ ჩემსა.მარჯვნივ მდგომთ ვეტყვი:მოვედით ჩემდა კეთილმორწმუნენო,რამეთუ მშიერი ვიყავი,პატიმარი ვიყავი,ავადმყოფი ვიყავი,დევნული ვიყავი და თქვენ მოხვედით ჩემდა ნუგეშინიმეცით, გვერდში დამიდექით,დამეხმარეთ და დაიმკვიდრეთ ადგილი მამაჩემის მიერ თქვენდა გამზადებული,ხოლო მარცხნივ მდგომთ ვეტყვი:წარვედით ჩემგან ბოროტნო მონანო,რამეთუ მშიერ ვიყავი,საპატიმროში ვიტანჯებოდი,ავად ვიყავი დევნულ ვიყავ,თქვენ კი არ მოხვედით,ნუგეში არ მომეცით,დამცინოდით,განმიკითხავდით და ასე შემდეგ ამიტომ გეტყვით თქვენ წარვედით ჩემგან ბოროტნო და წყეულნო მონანო გარესკნელსა.
ამიტომ ამ სიტყვებიდან გამომდინარე,ღმერთი განსაკუთრებით იცავს და უსმენს იმ ადამიანს ვინც განსაცდელშია,ვინც დევნილია სამშობლოსგან,ვინც ავადაა და სხვა.
ღმერთი ბრძანებს: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და მტვრთმძიმენი რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ სულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენთა.
ხოლო მდიდართა,მეფეთა ამპარტავანთა, შეუწყნარებელთა,დიდებისმოყვარეთა,ამა სოფლისათა ეუბნება ღმერთი მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე რომ მე არ მოვსულვარ რათა თქვენ გაგამართლოთ არამედ თქვენ თვითონ გაიმართლეთ თავი თქვენი,მე თქვენ არ გჭირდებით და ის სიმდიდრე ფული თუ სხვა იმიტომ მოგეცით,რომ დაეხმაროთ სამშობლოს,გლახაკებს,ღარიბებს ავადმყოფებს,თქვენ კი მთელი იმედი და სასოება თქვენს სიმდიდრესა, კომფორტზე და კარიერაზე გაქვთ დაყრდნობილი.
ვაი თქვენდა ფარისეველნო,სადუკეველნო და მწიგნობარნო,რამეთუ სასუფეველის კარებში დგახართ არც თქვენ შედიხართ და არც სხვას არ აძლევთ უფლებას (ანუ აბრკოლებთ),რომ დაიმკვიდრონ სასუფეველი ღმრთისა.
მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას ჩემ საკუთარ თავსაც,გვეშინოდეთ ღმერთის უფალი იესო ქრისტეს ამ სიტყვების გვეშინოდეს, რომ ჩვენ არ შეგვეხოს ღმრთის მრისხანება,გვეშინოდეს დევნული,ღარიბი,ციხეში მყოფი,ავადმყოფი,განსაცდელსა შინა მყოფი ადამიანების,რამეთუ ისინი იესო ქრისტეს მსგავსნი არიან და ძალიან ახლოს არიან ღმერთთან.
მოკრძალებითკიდევ ერთხე გთხოვთ საქართველოს ხელისუფლებავ გადაიყვანეთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში,წინააღმდეგ შემთხვევაში,მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით ყველა,მთელი საქართველო.
სიყვარულით,იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი.

 

შემოქმედისა და გურიის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები (კიკვაძე)

banner
წინა სტატიაში“მოგმართავთ როგორც შვილი…” – ედუარდ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკობა დავითაშვილის შვილი: შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია, და მოდი გადავაგოროთ რა ეს უბედური თავი საქართველოს ისტორიაში