ურბნისისა და რუისის ეპისკოპისი “ტვ პირველთან” ადასტურებს რომ მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპარეს.
დაიკარგა დიპლომი. ნამდვილად მოპარულია. დღესდღეობით აღდგენილი არის უკვე. ჩემი თვალით ვნახე, საერო დიპლომიც დაკარგულია და სასულიეროდ. დამირეკეს საპატრიარქოდან, მეუფე თეოდორემ მითხრა, რომ აუცილებლად წარმოადგინეთ თქვენი სასულიერო სასწავლების დამთავრების დიპლომი. როცა წავედი, სადაც იყო და სადაც ვიცოდი რომ იყო, იქ აღარ იყო, – ამბობს მეუფე იობი.
“მე ჩემი ხედვები უკე წერილობით მაქვს დაფიქსირებული და ალბათ გაფართოებულ სხდომაზე ვიტყვი. ახლა დროში ვერ ჩავეტევი. ცვლილებები უნდა მოხდეს, რეფორმები უნდა გატარდეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მიმართულებით, ჩვენ გვაქვს რუის ურბნისის საეკლესიო კრება და ეს კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში.
-საგარეო ჩარებზე რას იტყვით ეკლესიაში?
ნუ ფაქტობრივად, ეს ყველამ ვიცით, რომ არის ჩარევები და ხდება კიდეც. ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება. კონკრეტულად ვერაფერს გამოვყოფდი.მე მინდოდა, რომ მიეღო მონაწილეობა მეუფე დანიელსაც და მეუფე ისაისაც. წესდება ითვალისწინებდა ამას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს წესდება შესაცვლელია და უნდა შევცვალოთ მომავალში, რადგან ეს შეზღუდვები არ უნდა იყოს, არც წლოვანებასთან და არც სასულიერო დიპლომთან დაკავშირებით” -თქვა პატრიარქობის კანდიდატმა მეუფე იობმა ჟურნალისტებთან საუბრისას

















