დერჩის,დღნორისის,ჭაშლეთის,საჩხეურის,ლეხიდრისთავის,მექვენის,ბენთქოულის და მოლეკულის მოსახლეობის განცხადება:
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის,მეუფე იოანე გამრეკელის დავალებით, ეპარქიის სასულიერო პირებმა დერჩის სამი ტაძრიდან,მათ შორის იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტრიდან,დღნორისის ორი ტაძრიდან,საჩხეურის ორი ტაძრიდან,ჭაშლეთის და ლეხიდრისთავის ტაძრებიდან წაიღეს ოდიკები( ტრაპეზის საფარი რომლის გარეშეც წირვას ვერ დააყენებს მღვდელი)და სახარება.დაკეტეს ტაძრები და სურდათ გასაღებების წაღებაც.ეს ყველაფერი მოხდა მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და გაუფრთხილებლად.ფაქტიურად გაგვიუქმეს ტაძრები ,რაც კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ არ უკადრებია არც ერთ სასულიერო იერარქს.იოანე გამრეკელი ამ საქციელით დაეჩემა ხალხს, რომ თუ მის ნებას არ დავემორჩილებით დაგვიკეტავს და გაგვიუქმებს ტაძრებს.
ხე ნაყოფით იცნობა.მამა გიორგი ნებიერიძის მოღვაწეობის დროს აშენდა და აღორძინდა ეკლესია-მონასტრები და სასულიერო ცხოვრება ჩვენ სოფლებში.მეუფე იოანე გამრეკელის მოღვაწეობის დროს კი, დაიკეტა ტაძრები და ჩაკვდა სულიერი ცხოვრება.
ჩვენ რას ვთხოვთ მეუფე იოანე გამრეკელს და ის რას აკეთებს.ეს არის ხალხის გულზე გადავლა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ უმორჩილესი თხოვნით მივმართავთ საქართველოს საპატრირქოს,მიიღოს გადამჭრელი ზომები რათა დაგვიბრუნდეს ჩვენი მოძღვარი, იღუმენი გიორგი ნებიერიძე,წინაამღდეგ შემთხვევაში მოსასხლეობასა და მეუფე იოანეს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება და შევა ჩიხში.რაც ვფიქრობთ არცერთი მხარისთვის არ იქნება სასრგებლო,-წერია დერჩის,დღნორისის,ჭაშლეთის,საჩხეურის,ლეხიდრისთავის,მექვენის,ბენთქოულის და მოლეკულის მოსახლეობის განცხადება