მეუფე იოანე სააკაშვილზე – როცა დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს და კიდევ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება

“როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება” – ასე უპასუხა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ჟურნალისტების კითხვას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციასთან დაკავშირებით.

“რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ამას ხელს, ეს მათი საქმეა. იცით რა?! სუბიექტური პოზიციაა, ქვეყნის ინტერესია კანონი იყოს დაცული. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. სამართლიან სასამართლოზე კითხვები ჩნდება, იცით რა?! თქვენ ეს კითხვა ახლა გიჩნდებათ და 2005-ში, 2006-ში, 2007-ში, 2008-ში არ გაგიჩნდათ ეს კითხვა?! 100 000-იანი მიტინგები რომ დაარბიეს, ბიზნეს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა, მაშინ თქვენ კითხვები არ გქონდათ, ეხლა გაგიჩნდათ კითხვები არა?! როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება”, – თქვა მეუფე იოანემ.

წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად კოლონები მარტვილიდანაც დაიძრა (ვიდეო)
შემდეგი სტატიასამეგრელოდან თბილისში მიმავალ სააკაშვილის მხარდამჭერებს მოქალაქეები ცოცხებით დახვდნენ