მეუფე იოანე რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლო ღვთისმსახურებას ატარებს

რუსთავის ეპარქიის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე იოანე რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლო ღვთისმსახურებას ატარებს.

აღნიშნული ფაქტის გამო ეკლესიაში დღეს განსაკუთრებით ხალხმრავლობაა. მეუფე იოანე გამრეკელი დღესვე ქუთაისში გაემგზავრება.

სინოდის გადაწყვეტილებით, სწორედ ის ჩაიბარებს ქუთაის-გაენათის ეპარქიას.

შეგახსენებთ, ეპარქიის ყოფილი მმართველი, მეუფე კალისტრატე რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“რუსულად არის და ქართულად ასე ჰქვია: „დედა, იცი, მე სად ვიყავი?!“
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი ბოდბის ეპარქიაში დღესაც არ გამოჩენილა