მეუფე იაკობსა და ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხვდება.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ შეხვედრის წინ მედია დაადანაშაულა და თქვა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბავშვები ცოტახანში ტელევიზიებისგან იქნებიან დასაცავი.

“არის ძალიან პოზიტიური პროცესები ამ დაძაბულ ვითარებაში მეუფე იაკობმა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოასწრო უკვე ამ მცირე ხანში. მე მგონია, რომ დაგვავწიყდა ბავშვები, გავხსოვს მარტო როგორ შევაღწიოთ შიგნით. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თითქოს ეკლესიისაგან უნდა დაეცვათ ბავშვები და დამთავრდება იმით, რომ ტელევიზიებისგან იქნებიან ბავშვები დასაცავი ცოტა ხანში, შტურმი დავამთავროთ ბავშვებს ვაცადოთ, რომ მშვიდ გარემოში იცხოვრონ”, – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაშიროგორია კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი
შემდეგი სტატიასახელმწიფო მინისტრის აპარატი: საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში 11:08, 17.06.2021