მეუფე იაკობს დეკანოზი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალის არ სჯერა

უკვე ერთი წელია, პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილს მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სასჯელს დეკანოზი გიორგი მამალაძე იხდის. მეუფე იაკობი, რომელიც მამალაძესთან ღია კონფლიქტში მყოფი მღვდელმთავარი იყო, შაბათის კურიერთან პირველად ამბობს, რომ არ სჯერა ბრალის, რის გამოც მღვდელი ციხეში ზის.

ქორეპისკოპოსი იაკობი კურიერის ჟურნალისტს კაპიტოლიუმის მთაზე ესაუბრა.

„საყვედური სამართალდამცავებსაც უკვე ვუთხარი. ადამიანს თუ კონკრეტული ის არ აქვს ჩადენილი, სხვა რაღაცას მე, მაგალითად, ვერ დავაბრალებ, რომ შორენას იმას უშვებოდა,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

შაბათის კურიერის კითხვაზე, თუ რა მოუტანა ციანიდის საქმემ ეკლესიას, ქორეპისკოპოსმა უპასუხა, რომ „შორენა პოპულარული გავხადეთ“.

პატრიარქის მოსაყდრე შიო ისეთივე მღვდელმთავარია, როგორც დანარჩენი 45. ქორეპისკოპოსის თქმით, მოსაყდრეობა პატრიარქის სიცოცხლეში არაფერს ნიშნავს.

„მოსაყდრეობა რაღაც განსაკუთრებულს არ ნიშნავს. მოსაყდრე არის გარკვეულ შემთხვევაში და ღმერთმა დაგვიფაროს და უწმინდესი კარგად გვიმყოფოს, მერე ეკისრება რაღაც ფუნქციები,“ – განაცადა მეუფე იაკობმა.

საპატრიარქოს შიგნით უკვე არავინ მალავს, რომ შიო მუჯირის მთავარი კონკურენტი მეუფე გრიგოლია და შემთხვევითი არ არის ფოთელი ეპისკოპოსის საშობაო ეპისტოლე, სადაც ის ეკლესიას აკრიტიკებს და წერს, რომ ხალხმა მღვდლებს ზურგი აქცია.

მეუფე იაკობი შაბათის კურიერის ეთერში პირველად ამბობს, რომ ამ ხმაურიანი განცხადებების შემდეგ გრიგოლი პატრიარქმა დაიბარა.

„მეუფე გრიგოლი მას შემდეგ პატრიარქთანაც იყო მისული და ურთიერთობით ჩვეულებრივი,“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

 

banner
წინა სტატიაშიელოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილისგან შეწყალებას
შემდეგი სტატიამეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება პატრიარქობისთვის ბრძოლაზე