მეუფე იაკობმა ჟურნალისტებზე თავდასხმაში ღირსების მარშის ორგანიზატორები დაადანაშაულა

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რუსთაველზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმას გამოეხმაურა და თქვა, რომ ჟურნალისტები “90% ყოველთვის ცუდ მხარეს დგას” ეს კი საზოგადოების ნაწილს “აღიზიანებს”.

მეუფე იაკობმა ჟურნალისტებზე თავდასხმაში ღირსების მარშის ორგანიზატორები დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ უნდა ეფიქრათ, რომ აქციაზე შესაძლოა რამე მომხდარიყო.

“ძალიან ძნელია, როცა ასეთ რაღაცებს აშუქებთ, ლგბტ აქტივისტებმა უნდა ეფიქრათ მაგი, რომ შეიძლება ცუდი რამე მოხდეს. რომელიმე სასულიერო პირმა რამე დაგიშავათ?! მოქალაქეები არიან და ნუ აღიზიანებთ ქართველ ერს.

როდესაც რამე ხდება, ძირითადად 90% ყოველთვის ცუდის მხარეს ირჩევთ და იქ დგახართ. ხალხს აქვს რაღაც განწყობა, თქვენზე მე მე ხო არაფერი მაქვს, მოდიხართ ადამიანურად გესაუბრებით ყოველთვის, მაგრამ არიან ადამიანები… თქვე ზედმეტად ბევრს აშუქებთ….”,-თქვა მან.

banner
წინა სტატიაშილომჯარია – მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა
შემდეგი სტატია“მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე ამ წუთებში საავადმყოფოში გადაიყვანეს