“მეუფე იაკობის მსგავსი ყბედი ფიქრობს, რომ თვითონ ყველაფერი იცის და ახლა დროა ჩვენ გვასწავლოს”

“ქრისტიანობას რქებით ვერ დააფუძნებ, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ვერც მრავლისმეტყველებით. არც არასდროს მიცდია ხშირად და ყველგან მესაუბრა ეკლესიაში დავანებულ მანკიერებაზე, ვინაიდან მხოლოდ საუბრით ვერ უწამლებ თუ ქმედებაზე ორიენტირებული ნაბიჯები არ მოყვა.

მეორე მხარეს რასაც ვაკვირდები, მხოლოდ ლანძღვით შემოიფარგლებიან თავისი ცოდვის დასაფარად. მრავალსიტყვაობა ლოთობის მსგავსი ვნებაა. ადამიანს ისე იმონებს, რომ ის თავისი ენის ერთგვარი დანამატი ხდება. მამა რაფაელის სიტყვით, რომ ვთქვა:

,,სულიერი ბანკროტი შეიქმნება”… მეუფე იაკობის მსგავსი ყბედი ფიქრობს, რომ თვითონ ყველაფერი იცის და ახლა დროა ჩვენ გვასწავლოს. სულიერად დამჭკნარი ადამიანი ხორციელ ძალებს ეყრდნობა, რაც მაგონებს სახედრის ტყავგადაკრულ დოლს, რომელიც ბრახაბრუხით ყველაფერს აყრუებს.

ყბედი, როგორც ნადავლი ეშმაკს ენით უჭირავს… ჩამოთვლილი ასოციაციები მიჩნდება ტრაბახა და უსაგნოდ მრავლისმეტყველი ადამიანების ხილვისას. მოციქულთა 27-ე კანონი მის ყალბ უპირატესობას აშიშვლებს… სამწუხაროდ, ფაუსტური სულით გაჟღენთილ დროში ვცხოვრობთ, სადაც ეკლესიი იერარქები დაემსგავსნენ ეშმაკთან მოვაჭრე ფაუსტს, სადაც მის მსგავსად ორ პირობას უყენებს ეშმაკს ნეოფაუსტები: სატანამ ის სიამოვნება უნდა მიანიჭოს, რაც პირადად სურს (გაიხსენეთ მღვდელმთავრების მოწოდებები: ლინჩის წესი,, ჩაქოლვა და სხვ.), ხოლო მეორე პირობა, რაც შეიძლება უსასრულოდ გაჩერდეს სიტკბოების წამი… თუმცა, მათდა სამწუხაროდ ეს დროც ჩქარა გაივლის და მათი განსჯის ეტაპიც მოახლოებულია… ძალიან ბევრი ფაქტებია ურჯულოების, აღვირახსნილობისა და საეკლესიო კანონთა დარღვევის.

 

გნებავთ პირადი ცხოვრება დავარქვათ და გნებავთ ,,საეკლესიო სიწმინდე”, ამას ჩვენს ენაზე საეკლესიო გარყვნილება და მომაკვდინებელი ცოდვა ეწოდება… დროა მხილების…ყუთში ბევრი პაკეტია…”-წერს მღვდელმონაზონი ანდრია

banner
წინა სტატიაში“არ გვყოლია ხელისუფლება 3-4 თვეში ერთხელ რობოკოპების გამოყვანა რომ დასჭირვებოდა”
შემდეგი სტატიამისი მშობლები ფულს იჯიბავენ – მალხაზ მაჩალიკაშვილი ბუტა რობაქიძეზე