მეუფე იაკობის გეგმები ნინოწმინდის პანსიონზე-“აქ იმისთვის ვარ, მივხედო ყველა საკითხს”

“ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირიც ეთანხმება, ასევე UNICEF, როგორც გვეწერა ეს გარდაქმნა უნდა მოვახდინოთ ევოლუციურად და არა რევოლუციურად”, – აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი, ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ.

მისი თქმით, აღმზრდელების რაოდენობის შემცირება საჭიროების მიხედვით გადაწყდება:

“ბავშვების საუკეთესო ინტერესებს [დაცვას] რამდენი აღმზრდელიც სჭირდება, იქნება იმდენი. თქვენ ამაზე რატომ ნერვიულობთ?! აქ იმისთვის ვარ, რომ შევისწავლო ყველა საკითხი და მივხედო ყველა საკითხს. მე შემოვედი, რომ აქ გავეცნო სიტუაციას და ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინო, სოციალური მუშაკები მუშაობენ აქ და სრული ნდობა აქვთ. სოციალური მუშაკები სახელმწიფოს წარმოადგენენ და ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არ არის”, – ამბობს იაკობი.

ნინოწმინდის პანსიონში დღეს ჟურნალისტებიც შეუშვეს – “გაგიღეთ [კარი] ღიაა”, – თქვა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, კარი ღია მაშინ იქნება, როდესაც “თავად ჩათვლის საჭიროდ და როცა იქ იქნება”.

banner
წინა სტატიაშიაპირებს თუ არა მეუფე იაკობი პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებას
შემდეგი სტატიაბერდია სიჭინავა: ვაპირებთ შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან