მეუფე იაკობი: “ზოგიერთს შეეხებიან და მეც შევეხები მერე ბევრს, ლოცვაც ვიცით და ბრძოლაც”

“ზოგიერთს შეეხებიან და მეც შევეხები მერე ბევრს, ლოცვაც ვიცით და ბრძოლაც”, – ეს სიტყვები მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას წარმოთქვა, თუმცა უცნობია, ვინ იყო აღნიშნულის ადრესატი.

სასულიერო პირის თქმით, სიძულვილი სიკეთეს არავის მოუტანს და ერთმანეთის ქიშპობა უნდა დასრულდეს.

“ერთმანეთის სიძულვილს თავი უნდა გავანებოთ, იმიტომ, რომ ეს სიკეთეს არავის მოუტანს. იმიტომ, რომ ზოგიერთს შეეხებიან და მეც შევეხები მერე ბევრს და ასევე სხვებიც შეეხებიან და არ გვინდა ეს. ერთხელ მოვდივართ და ერთხელ ვცოცხლობთ. მე არავინ მიმაჩნია იმად, რომ ვიღაცამ საქართველო, რომელიმე პიროვნება მომიტანა, ეს ჩვენი წინაპრების მოტანილია. მეც მაქვს ბევრჯერ სისხლის დაღვრილი ჩვენი ქვეყნისთვის და არავის დასამადლებელი არ გვჭირს. ლოცვაც ვიცით და ბრძოლა ვიცით, თუ არადა – გამოსცადონ, – თქვა დღეს მეუფე იაკობმა.

აღსანიშნავია, რომ მეუფე იაკობი იყო ერთადერთი, ვინც ექსპრემიერ ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ, მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშირას ამბობს მეუფე იაკობი კონსტიტუციაში 78–ე კანონზე და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე?!
შემდეგი სტატია“რომ ვხედავდე არაბიზაციის საფრთხეს, არ ვიტყოდი?!” – მეუფე იაკობი