მეუფე იაკობი ჟურნალისტებს: დიდი მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის

ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელის, მეუფე იაკობის თქმით, პანსიონში ცვლილებები სწრაფად და ხარისხიანად განხორციელდება. ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს ომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი მსხვილი პანსიოენების არსებობა მიუღებელია.

„ეს არის ძალიან მოძველებული ფორმა. არ შეიძლება ასეთები რომ იყოს. ამიტომ მიდის ეს ცვლილებები. ჩვენს ქვეყანაში ბავშვებს ვერ ვუვლიდით. ახლა 2022 წლის 1-ელ აპრილამდე არის ლიცენზირებული ასეთი სასწავლებლები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მანამდეც შევძლებთ უკვე (ცვლილებების დასრულებას). დიდი მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის. სწრაფად და ხარისხიანად შევცვლით ყველაფერს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაში“როცა ყოველ ჯერზე საერთაშორისო ასპარეზზე კეთდება შესაბამისი განცხადება, ეს არის გზავნილი რუსეთისთვის”
შემდეგი სტატიაელისაშვილი: პრემიერის გამოსვლისას, იმ კითხვებს დავსვამთ, რაც ხალხს ადარდებს