მეუფე იაკობი – ვინ უნდა დაუჭიროს მხარი გიორგი გახარიას, რა გაუკეთებია, კრიზისმენეჯერი კი არა, კრიზისმეიკერია

„ადამიანი, რომელიც შს მინისტრი, შემდეგ პრემიერი იყო და პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეებში, როგორ უნდა მობრუნდეს, არ ვიცი, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ შეცდომა ის იყო, რომ გიორგი გახარიას უსაფუძვლო პიარი გაუკეთეს.

„ვინ უნდა დაუჭიროს მხარი, ვინც 2012 წლამდე „ქართული ოცნების“ მხარეს იყო, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა? აბა გადახედეთ, ვინ უდგას გვერდში, ან თვითონ რა გაუკეთებია? ლოკდაუნი გინდათ ისევ? მითხარით, რა გაუკეთებია, სტრატეგია ჰქონდა სწორი? ამათი შეცდომა ის იყო, რომ პიარი უკეთეს. „მენეჯერი“, „მენეჯერი“, „კრიზისმენეჯერს“ უწოდებდნენ. მე გეუბნებით, რომ კრიზისმეიკერია და არა კრიზისმენეჯერი“, -განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – როგორც „ნაცმოძრაობამ“ გააუქმა თავის დროზე თავისივე მიღებული კანონი, ასევე გააუქმებს „ქართული ოცნება“ თავისივე ხელით მიღებულ კანონს
შემდეგი სტატიაევროკავშირმა ნავალნის პარტიის “ექსტრემისტულად” შერაცხვა დაგმო