მეუფე იაკობი – ვაშინგტონში ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ

აშშ-ს ჩვენთვის არ უღალატია იმ გზაზე, რომლითაც თავისუფლებისკენ მივისწრაფოდით, – ამის შესახებ ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ვაშინგტონში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ამერიკის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით და ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ. აშშ-ს ჩვენთვის არ უღალატია იმ გზაზე, რომლითაც თავისუფლებისკენ მივისწრაფოდით. ამიტომ, ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნახეს, რომ ეკლესიაც ასე ვართ, არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობებზე წასვლას“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ვაშინგტონში საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო. კონფერენციის მთავარი თემები რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა იყო. მასში მონაწილეობა მიიღეს რელიგიურმა ლიდერებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. ვიზიტის ფარგლებში, სასულიერო პირები ასევე შეხვდნენ სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
შემდეგი სტატიასტრუქტურული ცვლილებების შედეგად ხარჯების შემცირებაზე ინფორმაცია სამი თვის შემდეგ დაკონკრეტდება