მეუფე იაკობი: უახლოეს სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე ცაავა მეუფე აღარ იქნება

ბოდბელი ეპისკოპოსი მამა ანდრია სარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მღვდელმონაზონი საპატრიარქოს მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობს.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში მამა ანდრია სარიას ყველა საეკლესიო რეგალია ჩამოერთმევა და მას ცილისწამებაში ადანაშაულებს.

„ვფიქრობ, რომ ანდრია სარიას თუ რამე საეკლესიო რეგალია აქვს, ყველა ჩამოერთმევა. ცილისმწამებელი ადამიანია და ვერასდროს ვერაფერი დაამტკიცა. ქრისტე სძულს „ამ სოფელს“ და სარიასაც სძულს, იმიტომ რომ „ამ სოფლის“ შვილია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრე ცაავა მეუფე აღარ იქნება.

„ზოგიერთები იმდენს საუბრობენ მაგ თემაზე, რომ თვითონ გახდებიან შესამოწმებლები. ეგენი ეკლესიის მტრები არიან პირდაპირ გეუბნებით. მშიშრები არიან და იმალებიან, ისე დადიან. მე შემიძლია საქართველოში ნებისმიერ ადგილას გავიარო, ეგენი კი ქუჩაში რომ გამოვიდნენ ვიღაცა თავს გაუტეხავს. ერთი ტელევიზიაში თუ მოირბენენ და ეგ იქნება. როცა გაიმართება სინოდის სხდომა, მეუფე პეტრეს ვპირდები, რომ სინოდის შემდეგ მეუფე აღარ იქნება“, – ამბობს მეუფე იაკობი.

შეგახსენებთ, რომ მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და საპატრიარქო სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა.

​ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში ვიდეო-აუდიო ჩანაწერიც განათავსა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელიამ დეპუტატებთან ერთად ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს გიორგობა მიულოცა
შემდეგი სტატიასაგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართა