მეუფე იაკობი – საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია – წესიერი კაცია, გინახავთ, რომ ჩემსავით გამოვიდეს?

საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია. რატომ უნდა ჰყოლოდა? მოსაყდრეა, ქორეპისკოპოსი, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით განაცხადა, ის ვერცერთ ვერსიას ვერ გამორიცხავს.

„მეუფე შიო წესიერი კაცია. გინახავთ, რომ ჩემსავით გამოვიდეს? რაფინირებულად საუბრობს. საუბრობთ, შორენა თეთრუაშვილიო – შორენას თავისი ადგილი აქვს, მეუფე შიოს თავისი ავტორიტეტი. ერთმანეთის საქმეებში ვერ იკვეთებიან. ვერ გეტყვით {ვისი ინტერესია}. როდესაც გავიგე, რომ შრომისუნარიანია, ცუდზე არ ვფიქრობ. ვნახოთ, მიზეზი. დღეს შეიძლება ბევრი ჩინური პროდუქცია იყოს, ხომ იცით, რაც ხდებოდა სათამაშოებზე. არ ვიცი, რომელი მეტალი იყო მის სისხლში.

მე ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ. საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია. რატომ უნდა ჰყოლოდა? მოსაყდრეა, ქორეპისკოპოსი“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი – დადგნენ და ზელენსკის მხარე დაიჭირეს – შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, როგორ შეიძლება იმის მხარე დაიჭირო, რომელიც არასწორად გექცევა? – ვინ ხარ? ვინ ხარ და ღმერთის და ქვეყნის მოღალატე
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი – ჩინეთის ძალადობის პოლიტიკა ჩვენი ინტერესებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ფასეულობებისთვის საფრთხეს შეიცავს